პროექტის სახელწოდება
|
სიმეტრია
|
პროექტის მთავარი იდეა
|
პროექტზე
მუშაობისას მოსწავლეები უფრო ღრმად შისწავლიან სიმეტრიის
სახეებს: ცენტრულ და ღერძულ სიმეტრიებს,
აგრეთვე გაეცნობიან სიმეტრიის
გამოყენების ფართო სპექტრს.
|
პროექტის აქტუალობა
|
სიმეტრიაზე
შეძენილი ცოდნის გაღრმავება, ინფორმაციის მოძიების,
მისი წარდგენის, მსჯელობისა
და ინფორმაციის ახსნის უნარ ჩვევების განვითარება. შემოქმედებითი და კვლევითი უნარების
განვითარება.მოსწავლე
|
პროექტის მიზნები
|
ახდენს გეომეტრიულ ფიგურათა კლასიფიკაციას სიმეტრიის ცენტრისა და სიმეტრიის ღერძების
მიხედვით, ეძებს და იკვლევს მის მიმართ
ყველაფერს რაც შესაძლებელია:
მოიძიებს ინფორმაციას,შეაგროვებს
ცოცხალ და არა ცოცხალ ბუნებაში სიმეტრიის მაგალითებს,
გადაიღებს სურათებს.
|
მონაწილეთა ასაკი
|
15-16 წელი
|
ვადების ხანგრძლივობა
|
10 დღე
|
მოსალოდნელი შედეგები
|
მოიძიებს
სიმეტრიის ტერმინის წარმოშობის ისტორიას და
მის მნიშვნელობაზე ინფორმაციას, ცნობილ მეცნიერთა გამონათქვამებს სიმეტრიის შესახებ. დაამტკიცებენ ზოგიერთი
სიმეტრიის გეომეტრიულ თვისებებს, წარმოადგენენ სიმეტრიის
მაგალითებს ხელოვნებაში, იმსჯელებენ ამ ცნების
საყოფაცხოვრებო გაგებასა და მათემატიკურ
მნიშვნელობას შორის კავშირზე.
|
პროექტისათვის საჭირო ძირითადი
რესურსები
|
მათემატიკის
საღელმძღვანელოები, ცნობარები,
ენციკლოპედიები, ფოაპარატი,
კომპიუტერი.
|
პროექტის მსვლელობა
|
კლასი გაიყოფა სამ ჯგუფად:
I ჯგუფი- მოიძიებს მასალებს ცენტრულ და
ღერძულ სიმეტრიებზე
II ჯგუფი- მოიძიებს ინფორმაციას სიმეტრიის
ტერმინის ისტორიასა და მეცნიერთა გამონათქვამების შესახებ
III ჯგუფი -შეაგროვებს მასალებს სიმეტრიის
მაგალითების (ფოთლები.პეპლები.სურათები: მოზაიკის,რემონტის ბორდიურების. გეომეტრიული ფიგურები).
თითოეული ჯგუფი
წარმოადგენს მოძიებულ ინფორმაციას პრეზენტაციის სახით. გაამზადებს საპრეზენტაციო
მასალას.
გამოკითხვა - რამდენად მნიშვნელოვანია სიმეტრია ?
|
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ
სასწავლო გეგმასთან კავშირი
|
ისტი,ბიოლოგია, ხელოვნება.
მათ.X12.მოსწავლეს შუძლია
სიბრტყეზე გეომეტრიული გარდაქმნების კვლევა და
მათი გამოყენება გეომეტრიული
ამოცანების ამოხსნისას
|
პროექტის ხელმძღვანელი
|
ირმა წულაია
|
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა
|
wulaiairma@gmail.com
|
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი
|
daatvaliereat 1973
|
Thursday, July 17, 2014
პროექტი მათემატიკაში
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment