|
გაკეთილის თემა:
|
კოსინუსების თეორემა
|
|
სასწავლო საფეხური
|
მე -10 კლასი
|
|
გაკვეთილის მნიშვნელობა
|
თეორემის არსის გაგება- გააზრება და გამოყენება პრაქტიკული
საჭიროებისას როგორც რეალურ
გარემოში ასევე ამოცანების ამოხსნისას
|
|
მიზანი
|
მოსწავლეებმა
შეძლონ იპოვონ მესამე გვერდი,
თუ ცნობილია დანარჩენი გვერდები და მათ შორის
მდებარე კუთხე.
კვლევისა
და გამოთვლების უნარის განვითარება
მათემატიკური დებულებების გამოყენების
განვითარება პრაქტიკული ამოცანების
ამოხსნისას
|
|
წინარე ცოდნა
|
პითაგორას თეორემა, მართკუთხა სამკუთხედში კუთხის გვერდებსა და კუთხეს
შორის დამოკიდებულება.
|
|
შეფასების საგნმანათლებლო პროცედურები
|
საშინაო დავალება, ჩართულობა,მიმდინარე,
საკლასო შეფასება, დავალების შეფასების ტიპები: განმსაზღვრელი, განმავითარებელი.
|
|
რესურსები
|
სახელმძღვანელო, სახაზავი, რვეული, კალამი, კომპიუტერი, პროექტორი.
|
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
A ფაზა: აქტივობა
1: საშინაო დავალების
შემოწმება.
აქტივობა 2:
გაკვეთილის მიზნის გაცნობა
აქტივობა 3:
წინა პუნქტში განვლილი მასალის
შეხსენება
(პითაგორას თეორემა)
აქტივობა
4: მოტივაციის მიზნით
პრაქტიკული ამოცანის დასმა, როგორ
ვიპოვოთ მანძილი ორ მიუწვდომელ წერტილს შორის.
B ფაზა: აქტივობა1. მოსწავლეეებს ვეუბნები რომ ტბის
გარეთ შესაძლებელია რაიმე
წერტილის აღება და ამ წერტილიდან ტბის მოცემულ ორ წერტილამდე მანძილის
საზომი ხელსაწყოთი მანძილების გაზომვა, კუთხის საზომი
ხელსაწყოთი წრფეებს შორის კუთხის
გაზომვა.
აქტივობა2. ვსვამ კითხვას
რა ფიგურა მიიღება ამ სამი წერტილის შეერთებით?
აქტივობა3.
კოსინუსების თორემის ჩამოყალიბება.( პრეზენტაციის ჩვენება)
თეორემის დამტკიცება სამი
შემთხვევისათვის (ბლაგვკუთხა სამკუთხედი, მახვილკუთხა
სამკუთხედი, მართკუთხა სამკუთხედი)
(საჭიროების შემთხვევაში მასწავლებლის კომენტარი)
C ფაზა: აქტივობა 1.კლასში ამოცანების ამოხსნა, მიღებული
თეორიული ცოდნის გამოყენება ამოცანების
ამოხსნისას.
აქტივობა 2. სპეციალური დავალების
ამოხსნა: იპოვეთ
პარალელოგრამის დიაგონალების კვადრატების ჯამი გვერდების მეშვეობით და გაანალიზეთ მიღებული შედეგი და ჩამოაყალიბეთ თვისება.
აქტივობა 3.კოსინუსების თეორემის
შდეგების ჩამოყალიბება
აქტივობა 4. შეჯამება
აქტივობა 5. საშინაო
დავალების მიცემა. ძლიერი მოსწავლეებისათვის კვლევითი
ხასიათის.
აქტივობა 6.შეფასება
|
Wednesday, July 23, 2014
გაკვეთილის გეგმა
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment